მიმდინარე სამშენებლო პროცესები პილარ სამგორში
პილარ სამგორში სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია და პროცესი ზუსტად მიყვება დათქმულ გრაფიკს. პროექტის განვითარებაში მნიშვნელოვანი ეტაპი უკვე გადალახულია - მონოლითური სამუშაოები მე-6 სართულის ჩათვლით დასრულებულია.
ამჟამად სამუშაოები მე-7 სართულზე გრძელდება, სადაც სვეტებისა და საინჟინრო კომუნიკაციების მოწყობა მიმდინარეობს.
მშენებლობა ხორციელდება პრემიუმ კლასის სამშენებლო მასალებით, ხოლო შესრულების ხარისხი თითოეულ ეტაპზე მკაცრად კონტროლდება.
პროექტის დასრულება 2027 წლის ოქტომბერშია დაგეგმილი. ბინები მაცხოვრებლებს ჩაბარდება მწვანე კარკასის მდგომარეობაში, თანამედროვე სტანდარტების სრული დაცვითა და ვადების გათვალისწინებით.